გამოხატვის თავისუფლების პრობლემები საქართველოში Print

გამოხატვის თავისუფლების პრობლემები საქართველოში2006 წლის 25 ოქტომბერს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის" ჩაატარა კონფერენცია თემაზე: გამოხატვის თავისუფლების პრობლემები საქართველოში.

საქართველოში სისტემატურად ირღვევა გამოხატვის თავისუფლების უფლება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონტროლიდან გამოსულ მედიის რეალურად დამოუკიდებელ საშუალებებს შეუზღუ¬დოს ან საერთოდ მოუსპოს მუშაობის შესაძლებლობა. ამ მიზნით გამოყე¬ნებულია სხვადასხვა ფორმები და მეთოდები.

ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლება მოიცავს არა მარტო პირის უფლებას გამოხატოს გარკვეული საგნისა და მოვლენის შესახებ თავისი მოსაზრება, არამედ ინფორმაციის მიღების, გავრცელებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებასაც. საქართველოს ხელისუფ¬ლება არა თუ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, არამედ აპატიმრებს ამ უფლების გამოყენებისათვის და ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით ასამართლებს იმ აქტივისტებს, რომლებსაც მიიჩნევს საკუთარ ოპონენტებად. ამის მაგალითია სხვადასხვა დროს დარბეული არაერთი მიტინგი და მანიფესტაცია. "გზის გადაკეტვისათვის" გასამართლებული ათეულობით ადამიანი. თანასწორობის ინსტიტუტის წევრების (ირაკლი კაკაბაძის, ლაშა ჩხარტიშვილის, ზურაბ რთველიაშვილის, ჯაბა ჯიშკარიანის, დავით დალაქიშვილის და სხვათა) მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობები, ირაკლი ბათიაშვილის და სხვების სამშობლოს მოღალატეებად გამოცხადება და ა. შ.

დააკლიკეთ ფოტოზე

კონფერენცია :: გამოხატვის თავისუფლება საქართველოში 

მსგავსი ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს დიქტატურისაკენ.

კონფერენციამ მიმართა საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რათა მათ გამოიყენონ საკუთარი გავლენა და ავტორიტეტი იმისათვის, რომ აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, რათა შეწყდეს გამოხატვის თავისუფლების უხეში ხელყოფა.