Web Style

Statistics

Donors and Partners

Dear friends

If you are a beneficiary of state insurance program for population living below poverty level, accordingly, possess medical policy and you are in need of more detailed information, have further questions and face problems with regard to the medical service, you are welcome to contact us via Hot Line

8 90 557-266, 8 22 359-524 or visit us at the following address: Mazniashvili Str. 23.

Working hours 10.00-18.00

You will be provided with qualified consultation and will receive necessary information.

This project is financially supported by the Social Transformation Programme (Matra) of the Embassy of the Kingdom of the Netherlands.

პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით PDF Print E-mail

პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნითქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიურ-სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რის გამოც მათ ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის მომსახურეობაზე. ყოველივე ამის გამო დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქლაქისათვის ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ხელისუფლებამ 2006წლიდან დანერგა ჯანდაცვის ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას. პროგრამის დასაფინანსებლად ყოველწლიურად იზრდებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და 2010 წელს მან შეადგინა 159 445 000 ლარი.; შესაბამისად იზრდებოდა დაზვეულთა რაოდენობა. 2010 წლის 1 მარტისათვის ქ.თბილისში მათმა რაოდენობამ (შემდგომში ბენეფიციარები) შეადგინა 93 450 ადამიანმა, სულ 36 500 ოჯახი.

მთავრობის მიერ განხორციელებულმა პროგრამამ გარკვეულწილად შესაძლებელი გახადა რათა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჯანდაცვის მომსახურეობა. მიუხედავად ამისა პროგრამის განხორციელებაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რის გამოც მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენისათვის მიუწვდომელი ხდება ზემოთხსენებული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობა. ჩვენს მიერ არსებული სიტუაციის შესწავლა/ანალიზმა შემდეგი პრობლემები გამოკვეთა:

დააკლიკეთ ფოტოზე

ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით 
  • მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის სახელმწიფო პროგრამის პრინციპები, რომელიც ითვალისწინებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის უფასო სამედინიცო დახმარებით უზრუნველყოფას (რისთვისაც მათ ურიგდებათ სამედიცინო სადაზღვევო პოლისები);
  • ბენეფიციარებს არ აქვთ გაცნობიერებული თუ კონკრეტულად რა დაავადებების მკურნალობას ითვალისწინებს სადაზღვეო პოლისი, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებები ბენეფიციარებს ფულს ახდევინებენ ისეთ მომსახურეობებში (განსაკუთრებით, პაციენტის დიაგნოსტირების დროს) რასაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს და შესაბამისად, უფასო უნდა იყოს ბენეფიციართათვის;
  • ექიმთა გარკვეული ნაწილი, ასევე, არ არის ინფორმირებული დაზღვევის პრინციპებზე და ხშირად არასწორ მიმართულებას აძლევენ მათთან მოხვედრილ პროგრამის ბენეფიციარს;
  • სამედიცინო დაწესებულებები ხშირად არასწორად/არასრულყოფილად ავსებენ სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციას, რის გამოც სადაზღვევო კომპანიები დროულად არ ურიცხავენ თანხას, რაც მომავალში პრობლემას უქმნის აღნიშნულ სამედიცინო დაწსებულებაში მისულ სხვა ბენეფიარებს;
  • ქრონიკულ დაავადებებზე ქირურგიული ოპერაციებისთვის არსებული მოცდის ვადა ირღვევა, მკურნალობა გვიანდება, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ბენფიციარის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი.
  • ბენეფიციართა ნაწილი, რომელიც სრულად ვერ ღებულობს კუთვნილ სამედიცინო მომსახურეობას, უსახსრობის გამო ვერ სარგებლობს პორფესიონალი იურისტის მომსახურეობით;

დააკლიკეთ ფოტოზე

ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით 

ზემოთ აღნიშნულიდან იკვეთება სამი პრობლემა: 1.სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების არაინფორმირებულობა სადაზღვევო პაკეტებთან დაკავშირებით (მათ არ გააჩნიათ ინფორმაციის მიღების საშუალებები, გარკვეულმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა ) 2. სამედიცინო დაწესებულების ექიმთა ნაწილი ასევე არ არის ინფორმირებული დაზღვევის პრინციპებზე. 3. სადაზღვევო კომპანიები მთელ რიგ შემთხვევებში არ ასრულებენ სადაზღვეო მოთხოვნებს.

დააკლიკეთ ფოტოზე

ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით 

პროექტის ფარგლებში ოფისში ფუნქციონირებას დაიწყებს საკონსულტაციო და იურიდიული დახმარების ჯგუფი (შემდგომში დახმარების ჯგუფი), რომლის შემადგენლობაში იქნება ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში და იურისტი. აღნიშნული ჯგუფი ადგილზე მომსვლელებს გაუწევს კონსულტაციებს მათვის საინტერესო საკითხებზე და საჭიროების შემთხვევაში კი იურიდიულ დახმარებას. (იურიდიული დახმარება შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც შესაძლო დავები ექნებათ დასაზღვევო კომპანიებთან და სამედიცინო მომსახურეობის გამწევ ორგანიზაციებთან. იურიდიული დახმარება მოიცავს მათ შორის მოიცავს ადვოკატირების გაწევას სასამართლოში).

დააკლიკეთ ფოტოზე

ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით ა/ო ჯანმრთელი სამყარო :: პროექტი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა პაციენტთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით 

ოფისში ამოქმედება აგრეთვე, ცხელი ხაზი, რომლიც სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი იქნება ოპერატორი, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ყველა დაინტერსებულ პირს მიაწვდის ინფორმაციას, ხოლო პრობლემური საკითხების შემთხვევაში დააკავშირებს ოფისში მომუშავე დახმარების ჯგუფის წარმომადგენლებს. ოპერატორი შეავსებს სააღრიცხვო ჟურნალს.

ჩვენი ორგანიზაციის ვებ გვერდზე www.hwngo.org.ge დაიდება ის ნორმატიული აქტები, რომლებიც შეეხება "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას".

ასევე, ვებ გვერდზე განთავსდება და რეგულარულად განახლდება საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევისას გამოკვეთილი პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმები და შედეგები.

პროექტის განხორიელებისას მოპოვებული მასალები შეგროვდება და შეჯამდება ჩვენი პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ. ამ მონაცეფთა გაანალიზების საფუძველზე დაიგეგმება დისკუსიების მოწყობა. გაიმართება მრგვალი მაგიდები "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევაში" ჩართული სადაზღვევო კომპანიებისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობით, რომლებიც ჩართულნი არიან აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში. მრგვალ მაგიდების მუშაობაში მონაწილობას მიიღებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. განიხილება ის საკითხები, რომელიც წარმოიშვება პროგრამის განხორციელებისას; კერძოდ, იმ ვალდებულებების დროულ და აუცილებელ შესრულებაზე, რომელიც ხელშეკრულებით აკისრიათ სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს.

პროექტის ბოლოს ჩატარდება სოციოლოგიური გამოკითხვა.

პროექტის დასასრულს, შემუშავდება რეკომენდაციების პაკეტი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის დარღვევების აღმოსაფხვრელად. რეკომენდაციათა პაკეტი წარედგინება სამინისტროს, აგრეთვე, სამედიცინო და სადაზღვევო დაწესებულებებს.

 
Copyright © 2010 Non Governmental Organization "Healthy World" . All rights reserved also are protected by the law. At full or partial use of materials the link on "hwngo.org.ge" is obligatory. Contents of the materials published on "Healthy World" web-site may not coincide with the "Healthy World" position..   Developed and Maintained by GeoWebServie.info