Web Style

Statistics

Donors and Partners

Dear friends

If you are a beneficiary of state insurance program for population living below poverty level, accordingly, possess medical policy and you are in need of more detailed information, have further questions and face problems with regard to the medical service, you are welcome to contact us via Hot Line

8 90 557-266, 8 22 359-524 or visit us at the following address: Mazniashvili Str. 23.

Working hours 10.00-18.00

You will be provided with qualified consultation and will receive necessary information.

This project is financially supported by the Social Transformation Programme (Matra) of the Embassy of the Kingdom of the Netherlands.

დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში PDF Print E-mail

დემოგრაფიული  მდგომარეობა საქართველოშისაქართველოში თანამედროვე დემოგრაფულიული ვითარება მეტად მწვავეა. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ კრიზისულ ზღვრამდე შეამცირა შობადობა და გაზარდა მოკვდაობა. თუ 1980-იან წლებსი საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 94 ათასი ბავშვი იბადებოდა, ამჟამად ახალსობილთა რაოდენობა თითქმის განახევრდა.

უკვე გაცილებით ნაკლები ბავშვი იბადება ვიდრე საჭიროა მშობელთა თაობის რაოდენობრივი შეცვლისათვის. მეტად ინტესიური გახდა გარე მიგრაციულ პროცესები, ძირითადად მძიმე ეკონომიკური პირობების გამო უკანასკნელ წლებში ქვეყანა მილიონამდე ადამიანმა დატოვა და ფიზიკური არსებობისათვის სახსრის საშოვნელად საცხოვრებლად სხვა ქვეყნებს მიაშორა. ყოველივე ამის შედეგად მთელ მოსახლეობაში მცირდება ახალგაზრდა საკობრივი ჯგუფისა და იზრდება 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილი ე.ი მოსახლეობა დემოგრაპიულად ბერდება. ეს პროცესები განსაკუთრებით გამოიკვეთა უკანასკნელ წლებში და ყველაზე მეტად თავი იჩინა ქართულ მოსახლეობაში. ვითარება იმდენად რთულია, რომ ეკონომიკური პირობების არსებითი გაომჯობესების შემთხვევაშიც კი, ახლო მომავალში მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა მოველოდოთ.

ქართველი ერი ფიზკური წყვეტის, გადაშენების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ერთი და იმავე რაოდენობით თაობათა განახლება სულ უფრო ძნელი ხდება, რაც სულიერი უწყვეტობის პროცესის საგრძნობ შენელებასთან შედარებით ბევრად უფრო სახიფათოა. ამდენად ფიზიკურრი უწყვეტობის პრიმატი აშკარაა, რადგან ერის სულიერი ცხოვრების საგრძნობი მოდუნებაც კი შეიძლება გადაილახოს. მდიდარი სულიერი მემკვიდრეობის მქონე ერები, ჟამთა ვითარების გამო, მათი კულტურული ცხოვრების დაცემისა და თითქმის შეწყვეტიდს შემთხვევაში მანც ახერხებენ კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებას, სულიერების დაბრუნებასა და განვითარებას. ამას განაპირობებს არა მარტო ერის მდიდარი სულიერი წარსული, არამედ ისიც, რომ ერის გენოფონდი ამ მდიდარი სულიერების იმანენტური მატარაებელია. შუა საუკუნეებში მონღოლების, თემურლენგისა და სხვა მრავალი მტრის მიერ აოხრებულ და გაპარატახებულ საქართველოში თითქმის შეწყდა სულიერი ცხოვრება, მაგრამ შემდეგ საუკუნეებში მაინც შესაძებლელი გახდა მისი აღორძინება, რადგან არსებობდა სულიერი ფასეულობების მდიდარი დასაყრდენი.
Oოფიციალური მონაცემების მიხედვით საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1961წ დაიბადა -104 ათასი. 1960-1990 წლებში საშვალოდ ყოველწლიურად 93 ათასი ბავშვი იბადებოდა. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო. 2005 წელს საქართველოში 46 ათასი ბავშვი დაიბადა და შობადობა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა. ძირითადად ამის შედეგად უკანასკნელ წლებში ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახელობის ბუნებრივი მატება. Mმე-2 მსოფლიო ომის პერიოდშიც კი, კერძოდ 1941-1945 წლებში ბუნებრივი მატება 135 ათას კაცს შეადგენდა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2002- 2006 წლებში მხოლოდ 5,8 ათას კაცს უდრიდა.

მეტად საგულკისხმოა ის გარემოება, რომ სამხრეთ კავკასიაში, სადაც მკვიდრი ერები – ქართველები,სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ქართველთა დემოგრაფიული განვითრება არსებითად განსხვავდება სომხებისა და აზერბაიჯანელების დემოგრაფიული განვითარების მაჩვნენებლისაგან. Aამავე დროს მხეველობაშია მისაღები, რომ სამხრეთ კავკასია ერთი მთლიანი რეგიონია, სადაც ბუნებრივი და კლიმატური პირობები, ზოგადი ცხოვრების წესი რამდენადმე უახლოვდება ერთმანეთს. მიუხედავათ ამისა, შობადობის, მომკვდაობისა და ბუნებრივი მატების მაჩვენებლები საქართველოში გაცილებით უარესი იყო და არის, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად 1926 წელს მოსახლეობის 1000 კაცზე ბუნებრივი მატება სომხეთში 36,4 კაცს უდრიდა, ხოლო საქართველოში 23,2 კაცს. 2005 წელს ეს მაჩვენებელი საქართველოში 0.8 კაცს შეადგენდა, ხოლო ხომხეთსა და აზერბაიჯანში შესაბამისად 3,5 და 10.9 კაცს უდრიდა. საქართველოშიOშობადობის სისტემატურ შემცირებას კიდევ უფრო ცხადად გვიჩვენებს შობადობის დონის განმსაზღვრელი, როგორიცაა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი და მოსახლეობის გამრავლების რეჟიმის ნეტო კოეფიციენტი. კერძოდ, 1969-1970 წლებში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2,2 ბავშვს უდრიდა, 1989 წელს_2,1 ბავშვს, ხოლო 2005 წელს 1,3 ბავშვს, რაც არასაკმარისია მშობელთა თაობის რაოდენობრივი განახლებისათვის. Aასევე სისტემატიურად მცირდება ნეტო კოეფიციენტიც. 1989 წელს იგი 1,003 უდრიდა, ესე იგი ერთი ქალი ნაყოფიერების ასაკში დაახლოებით ერთ გოგონას ბადებდა, ყოველი ათასი დედის შესაცვლელად 1003 გოგონა მოდიოდა. Uუკანასკნელ წლებში ნეტო კოიფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდა და მან 2004 წელს 0,662 შეადგინა. რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი ათასი დედის შესაცვლელად მხოლოდ 662 გოგონა მოდის. Aამრიგად შობადობის თანამედროვე პარამეტრები თითქმის ორჯერ მცირეა, ვიდრე თაობათაA შეცვლისათვისაა საჭირო. როდესაც ქალი თავის სიცოცხლის განმავლობაში 1,3 ბავშვს აჩენს (ზოგიერთ წლებში ეს მაჩვენებლები გაცილებით ნაკლებია) შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ხდება ერთი მშობლის ანაზღაურება. ეს პროცესი გამოკვეთილად, თუ რადიკალური ზომებია არ იქნა მიღებული, 8-10 წლის შემდეგ იჩენს თავს და პიკს 2020-იანი წლების დასაწყისში მიაღწევს. Aაქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომელიც ხანგძლივი პერიოდზე იქნება გადვალისწინებული მხოლოდ შეიძლება შენელდეს ეს პროცესი და საკმაო დროის გავლის შემდეგ მიღწეული იქნეს სასურველი შედეგი. საკმარისია ითქვას რო 1981-1990 წლებში საქართველოში 456 ათასი გოგონა დაიბადა ხოლო 1995-2004 წლებში მხოლოდ 238 ათასი გოგონა ანუ 218 ათასით ნაკლები. Aამრიგად ძირითადად ეონომიკური პირობების საგრძნობლად გაურარესების შედეგად განვლილ პერიოდში შობადობის კლების კვალობაზე მკვეთრად შემცირდა დაბადებული ქალების რაოდენობა და ამის გამო შობადობის შემდგომ შემცირებას, თუნდაც ეკონომიკური პირობების არსებითი გაუმჯობესების შემთხვევაში, ქვეყანა უკვე ვეღარ აცდება.

აღსანიშნავია ისიც რომ მცირეშვილიანობა მასობრივად ვრცელდება ქართულ მოსახლეობაში. სულ უფრო მცირდება იმ დედების რიცხვი რომლებაც სამი და მეტი შვილი ყავს. კერძოდU საქართველოში 1960 წელს მესამე და მეტი ბავშვის დაბადების წილი მთელს დაბადებულთა 36.5 პროცენტს შეადგენდა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 10,8 პროცენტს უდრიდა. Oმთელ დაბადებულემში განსაკუთრებით მაღალია პირველი შვილის დაბადების წილი. მაგალითად ამავე წელს 29883 ბავშვი დედებისათვის პირველი შვილი იყო (60,6 პროცენტი). Aანალოგიური მაჩვენებელი 1960 წელს 34,7 პროცენტს შეადგენდა. ამრიგად შობადობის დაბალი დონე საქართველოში დაკავშირებულია ერთბავშვიანი ოჯახების მასობრივ გავრცელებასთან, შესაბამისად დაბადებულთა საერთო რაოდენობაში პირველი შვილის უაღრესად მაღალ წილთან. Aამ მაჩვენებლებით საქართველომ უკვე გაუსწრო ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს; Aმერიკის შეერთებულ სტატებში პირველი შვილი შეადგენს დაბადებულთა მთელი რაოდენობის 40 პროცენტს, შვედეთში _ 45 პროცენტს.

საქართველოში ტრადიციულად მოკვდაობის დონე დაბალი იყო როგორც მეზობელ, ისე ევროპის უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, უკანასკნელ წლებში კი იგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ თუ მოსახლეობის 1000 სულზე 1960 წელს 6,5 კაცი გარდაიცვალა, ეს მაჩვენებელი 2004 წელს 11,3 უდრიდა. Mმაღალია ბავშვთა მოკვდაობის დონეც, მაგალითად 2004 წელს 49572 ბავშვი დაიბადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო რადგან მაღალია ერთ ბწლამდე ბავშვთა მოკვდაობა. კერძოდ 2004 წელს ერთ წლამე ასაკში 1178 ბავშვი გარდაიცვალა, ანუ ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე 23,8 ბავშვი, 2003 წელს ეს მაჩვენებელი 24,8 პრომილეს უდრიდა და ყველაზე მაღალი იყო პოსტსაბჯოთა სივრცეში. კიდევ უფრო შემზარავ შტაბეჭდილებას ტოვებს ეს ციფრები, თუ ბავშვთაA მოკვდაობას ხანგრძლივ პერიოდში განვიხილავთ. კერძოდ 1980-2004 წლებში ანუ 25 წლის განმავლობაში 43940 ბავშვი გარდაიცვალა ერთი წლის ასაკში. თთთქმის იმდენივე რამდენი ბავშვიც 2004 წელს ქვეყანაში დაიბადა. Aასევე მაღალია მკვდრად დაბედებულთა რიცხვი ამავე წელს 722 ბავშვი მკვდარი დაიბადა, ანუ ყოველ 1000 დაბადებულზე მკვდარშობადობის მაჩვენებელი 15,3 უდრიდა. 1980-2004 წლებში კი მკვდარი დაიბადა 16500 ბავშვი ამრიგად ამ პერიოდში ერთწლამდე გარდაცვლილ ბავშვთა და მკვდარშობილთა რაოდენობა 60440 ბავშვი შეადგინა. ბავშვთა მოკვდაობის მაჩვენებელი საქართველოს სტატისტიკის დეპარატამენტის მონაცემებით 2007 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა და ყოველ 1000 დაბადებულზე ამ მაჩვენებელმა 13,3 ბავშვი შეადგინა. როგორც ჩანს ეს მაჩვენებელი არა არის ზუსტი. კერძოდ 2005 წელს საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა. Aამ გამოკვლევის მიხედვით ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოიპიციენტი 1000 ცოცხალ შობილზე 29,0 ბავშვს უდრიდა, მაშინ როდესაც ხელისუფლების ოპიციალური მონაცემებით ამავე წელს 1000 ცოცხალშობილზე 19,7 ბავშვი გარდაიცვალა.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების გამო ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება: თუ ოფიციალური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 1989 წელს შეადგენდა 5,4 მილიონ ადამიანზე მეტს, 2007 წელს ქვეყნის მოსახლეობამ შეადგინა 4.3 მილიონი ადამიანი.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია განხორციელდეს სპეციალური საგანგებო ღონისძიებები: ერთის მხრივ აუცილებელია საჭირო რაოდენობის მატერიალური და ფინანსური რესურსების მობილიზება მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის სასურველი რეპროდუქციული განწყობის ჩამოყალიბება.

ფინანსური რესურსების მობილიზება საჭიროა შემდეგო ღონისძიებების გასატარებლად:

უფასო მშობიარობა, რომელიც გულისხმობს მშობიარითვის 200 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას სახელმწიფოს მიერ. (სახელმწიფო პროგრამით მშობიარობა ჯდება 200 ლარი.)

ქვეყანაში ბოლო წლების მონაცემებით საშუალოდ იბადება 50 ათასამდე ბავშვი, აქედან სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთას ექვემდებარება 4 ათასამდე მშობიარე, (სახელმწიფო პროგრამით საკეისრო კვეთა ჯდება 1300 ლარი).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე უფასო მშობიარობისათვის საჭიროა ბიუჯეტიდან გამოიყოს 15,5 მილიონი ლარი.

2. ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 3 წლამდე ბავშვების სამედიცინო მომსახურეობის სრული დაფინანსება, რომლისათვისაც საჭიროა დამატებით 2 მილიონი ლარის გამოყოფა;

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სამინისტრეოს მიერ მშობიარეებზე დახმარება გაიცემა 600 ლარის ოდენობით, რაც ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ძალიან მცირეა. ამასთან ერთად “დედობის დაცვის “ #103 კონვენციის შესაბამისად ფეხმძიმე ქალს უნდა მიეცეს დეკრეტული შვებულება ხელფასის არანაკლებ 2/3 ოდენობით.აქედან გამომდინარე სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით 2008 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო ხელფასი ქვეყანაში შეადგენდა 392 ლარს და არსებული ნორმების გათვალისწინებიტ მისი დეკრეტული შვებულება უნდა შეადგენდეს 144 ლარს. აქედან გამომდინარე დახმარებების გასაზრდელად დამატებით უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან 22,2 მილონი ლარი.

ამ თანხების მოძიება სავსებით რეალურია ქვეყნის 2009 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარე. კერძოდ 2009 წლის ბიუჯეტით 250 მილიონი ლარითაა გაზრდილი სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯები და ხელფასები,ხოლო ქვეყანას 150 კაციანი პარლამენტის შენახვა 7 მილიონი ლარით მეტი უჯდება ვიდრე 235 კაციანი პარლამენტის.

 
Copyright © 2010 Non Governmental Organization "Healthy World" . All rights reserved also are protected by the law. At full or partial use of materials the link on "hwngo.org.ge" is obligatory. Contents of the materials published on "Healthy World" web-site may not coincide with the "Healthy World" position..   Developed and Maintained by GeoWebServie.info