Web Style

Statistics

Donors and Partners

Dear friends

If you are a beneficiary of state insurance program for population living below poverty level, accordingly, possess medical policy and you are in need of more detailed information, have further questions and face problems with regard to the medical service, you are welcome to contact us via Hot Line

8 90 557-266, 8 22 359-524 or visit us at the following address: Mazniashvili Str. 23.

Working hours 10.00-18.00

You will be provided with qualified consultation and will receive necessary information.

This project is financially supported by the Social Transformation Programme (Matra) of the Embassy of the Kingdom of the Netherlands.

ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ PDF Print E-mail
Written by Administrator   

ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებშევისწავლეთ და დავამუშავეთ 2008 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების 2 ძირითადი კომპონენტი _ ამბულატორული და ურგენტულ- სტაციონარული სამედიცინო მომსახურების სტატისტიკური მონაცემები. მოსახლეობის ამბულატორული დახმარება მოიცავდა ამბულატორულ-პოლიკლინიკური მომსახურებისა და საოჯახო მედიცინის ქვეკომპონენტებისაგან შემდგარ სამედიცინო მომსახურების და დახმარების მოცულობის 33 პუნქტს 21.693 მლნ ლარის დაფინანსებით და ურგენტული სტაციონარული დახმარების ნოზოლოგიური ჩამონათვალის 226 Pპუნქტს.

2008 – 2009 წლების ოფიციალური სტატისტიკა:

2009 წლისათვის მოსახლეობის ამბულატორული დახმარება მოიცავს სოფლის მოსახლეობის, 3 წლამდე და 60 წელს ზევით მოქალაქეების ამბულატორულ-პოლიკლინიკური და საოჯახო მედიცინის ქვეკომპონენტებისაგან შემდგარ სამედიცინო დახმარების შემცირებულ მოცულობას და 3-60 წლის ქალაქის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების 6 პუნქტს, პროგრამის ბიუჯეტის 11.750 მლნ ლარიდან 1.41 მლნ ლარის დაფინანსებით _ 1 თვეში 5 ლარიდან 60 თეთრი, აქედან სახელმწიფო ფარავს 67%-ს, ანუ 40.2 თეთრს და ურგენტული სტაციონარული დახმარების ნოზოლოგიური ჩამონათვალის 124 პუნქტს 10.340 მლნ ლარის დაფინანსებით. ფაქტიურად სახელმწიფო წარმოდგენილი სადაზღვევო პროგრამული პაკეტით აფინანსებს ამბულატორული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების დახლოებით 33,5 %-ს;

2. შედარებითი ანალიზი:

  • სადაზღვევო პროგრამის ბენეფიციართათვის მნიშვნელოვნადაა შემცირებული ამბულატორული მომსახურების მოცულობა და დაფინანსება;
  • შემცირებულია გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო დახმარების მოცულობა 30%-ით, ხოლო დაფინანსება მინიმუმ 25%-ით, მხოლოდ სადაზღვევო პრემიის შექმნაში მათი თანამონაწილეობის ხარჯზე;
  • დარღვეულია "საქართველოში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის განვითარების გენერალური გეგმის" (07.06.07) უმთავრესი სტრატეგია პრევენციული მედიცინის პრიორიტეტულობის შესახებ.

3.ახალი სამთავრობო ინიციატივით შედგენილ სადაზღვევო პროგრამაში არსებული საფრთხეები

არსებული დოქტრინა 5 ლარიანი დაზღვევის შემოღებისა და განხორციელების შესახებ შეიცავს შემდეგი სახის საფრთხეს:

  • სადაზღვევო ინდუსტრიის დასუსტება ან გაკოტრება;
  • სადაზღვევო კომპანიების საკუთრებისა და მენეჯმენტის ფორმიდან გამომდინარე იურიდიული რისკები;
  • სოციალური რისკები.

სადაზღვევო ინდუსტრიის დასუსტების ან გაკოტრების რისკი გამომდინარეობს სამთავრობო ინიციატივის გაუაზრებლობისაგან.

პროგრამა არ ეყრდნობა ჯანმრთელობის და სამედიცინო ხასიათის რისკების წინასწარ შესწავლას; არ არის გათვლილი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სამედიცინო რისკების სტრუქტურა და ხასიათი, არ არის გამოთვლილი ისეთი მნიშვნელოვანი სადაზღვევო პარამეტრები როგორიცაა: შესაძლო ზარალის დინამიკა, აღმატებული რისკების გადაზღვევა.

შესაბამისად ძნელია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ფასეულობას წარმოადგენს აღნიშნული პროგრამა სპეციალური სადაზღვევო გათვლების გარეშე. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეების დაუცველობისა და მეორეს მხრივ სადაზღვევო კომპანიების გაუმართავი, არასრული მუშაობის საფრთხე ძალიან დიდია. ამ საფრთხეებმა შესაძლებელია სადაზღვევო კომპანიები დააზარალოს, ან მათი წინასწარი თავდაცვითი ღონისძიებები განაპირობოს, რაც მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისაკენ იქნება მიმართული.

იურიდიული საფრთხეები – მარტივად შეიძლება დავინახოთ, რომ მთავრობამ ამ პროგრამით მთელი ჯანდაცვითი ბიუჯეტის დიდი ნაწილი სადაზღვევო კომპანიებს, ანუ კერძო, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს გადაულოცა. Aადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა და ხალხი, თუ შპს, რომელიც თავისი შეზღუდული პასუხისმგებლობის არეალში მოქმედებს, უარს განაცხადებს მის მიერ აღნიშნული ვალდებულებების შესრულებაზე. შპს-ს შეუძლია კანონმდებლობიდან გამომდინარე შეაფერხოს მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ვალდებულებების შესრულება.

სოციალური ვითარების გაუარესების საფრთხე წარმოიქმნება ეკონომიკური და სოციალური რისკების არსებობის შედეგად. მოსახლეობის სოციალურად დაუცველი (არ იგულისხმება მხოლოდ ე.წ. "უმწეოთა ფენა") ფენები დიდი ალბათობით მოთხოვს სახელმწიფოს სოციალური ფუნქციის განხორციელებას, რასაც სახელმწიფო ვერ შეძლებს, რადგანაც მას ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი – სოციალური ჯანდაცვა - კერძო სტრუქტურებისათვის, სადაზღვევო კომპანიებისათვის ექნება გადაცემული. გამოყოფილი თანხა აღმოჩნდება დახარჯული, ხოლო ვალდებულებები მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებული. ეს ყველაფერი ახალ მზარდ სოციალურ საფრთხეებს აამოქმედებს.

4. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პრობლემები

ხელმისაწვდომობის დაქვეითება

სამედიცინო მომსახურების მოცულობის შემცირებით შექმნილი ფინანსური დეფიციტი სადაზღვევო რისკის დადგომისას ბუნებრივად მოითხოვს პირადი შემოსავლებიდან შევსებას, რაც უშუალოდ "დააწვება" პაციენტის ჯიბეს;

  • 33%-იანი თანამონაწილეობა "დამზღვევის" ამპლუაში, გამოიწვევს ხელმისაწვდომობის შემცირებას, რადგან გასულ წლებში ბენეფიციარი არ მონაწილეობდა სახელმწიფო პაკეტის დაფინანსებაში, არამედ მხოლოდ თანაგადამხდელის სტატუსით იყო პროცესში ჩართული;
  • ზოგადი გლობალური კრიზისი და მისი გადაჭარბებული უტრირების ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოსაგან გარანტირებული მედ-სერვისის შემცირებული მოცულობის ფონზე, აუცილებლად ჰპოვებს უარყოფით ასახვას ამ ძირითად ფაქტორზე.

გაუქმებული სახელმწიფო პროგრამები თვითდაფინანსებაზე მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში მაქსიმალურად გაზრდის შიდა სტანდარტებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურების ღირებულებას.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითება

პროგრამის 5 - ე მუხლის პუნქტი 4 – ში მითითებულია: "პირველადი ჯანდაცვითი მომსახურება დაზღვეულს მიეწოდება მხოლოდ მზღვეველის მიერ შერჩეულ და კონტრაქტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში".

ეს დებულება ეწინააღმდეგება კანონს "პაციენტის უფლებების შესახებ," ართულებს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას და აუარესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და მკურნალობის ეფექტურობას.

პროგრამის განხორციელების ტექნოლოგიურ ციკლში ე.წ «ოჯახის ექიმის» სახით ჩაერთვება პაციენტთათვის სრულიად ზედმეტი, მაგრამ სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის საჭირო დახარისხება-ფილტრაციის დამატებითი რგოლი, რაც არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ოჯახის ექიმის ფუნქციას (ის უფრო სადაზღვევო ექსპერტის ფუნქციაა). არასრულყოფილად შესრულდება ამბულატორული მომსახურების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომ არაფერიც ითქვას "მზღვეველთა" სამედიცინო მომსახურების ეხლანდელ, ისედაც არადამაკმაყოფილებელ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და საკადრო რესურსებზე. უკეთეს შემთხვევაში "დამხარისხებელი" ე.წ. "ფილტრში" გატარების შემდეგ პაციენტს კვალიფიციური მკურნალობისათვის გადააგზავნის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს "შემოვლითი გზა" უარყოფითად აისახება მკურნალობის ეფექტურობაზე;

მოიმატებს დაგვიანებულ შემთხვევათა რაოდენობა, რაც თავის მხრივ გაზრდის მკურნალობის ღირებულებას, უპირველეს ყოვლისა პაციენტთათვის და შემდგომ სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის;

დაგვიანებული შემთხვევების ფონზე გაიზრდება ლეტალობის რისკი, ხოლო ამასთან ერთად გაიზრდება ექიმთა მიმართ საზოგადოების უნდობლობა და დაპირისპირება.

დაკნინდება პრევენციული მედიცინის უმთავრესი რგოლი - საოჯახო მედიცინის (ოჯახის ექიმის) ინსტიტუტი, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის აღიარებული ძირითადი მიმართულება.

5. სოციალური უთანასწორობა

ბაზისური პროგრამის ხელმისაწვდომობა უკვე დარღვეულია. გამოიკვეთა სოციალური უთანასწორობა. ვერ ეზღვევა ის სოციალური ჯგუფი, რომლებიც ვერ მოხვდნენ უმწეოთა პროგრამაში (გადასახედია დიფერენცირების მეთოდოლოგია და სოციალური დახმარების დაგეგმვის პრინციპები), მაგრამ არა აქვთ 19,80 ლარი, რომ უზრუნველყონ საკუთარი თავი ამ _ თუნდაც მინიმალური პროგრამით.

პროგრამის მიზანია (მუხლი 1) "...ჯანმრთელობის ნებაყოფლობით დაზღვევაში მოსახლეობის ინტეგრაციით, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის თანამონაწილეობაზეა დაფუძნებული, გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა".

რეალურად სახეზეა არათანასწორი თანამონაწილეობა, როდესაც მოქალაქე იხდის ერთჯერადად წლიურ სადაზღვევო პრემიას, ხოლო სახელმწიფო ნაწილ-ნაწილ.

იკვეთება სადაზღვევო კომპანიების ფინანსური წარმატების ხელშეწყობა მოსახლეობის ხარჯზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუარესება.

"უმწეოთა" პროგრამით გათვალისწინებული პაკეტი უფრო სრულყოფილია, ვიდრე წარმოდგენილი სადაზღვევო პროგრამა.

"უმწეოთა" ზედა ზღვარზე მყოფი ბენეფიციარები მიიღებენ მეტ სოციალურ გარანტიას, ვიდრე ქალაქის 3 - 60 წლის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას სადაზღვევო პროგრამაში დაბალი შემოსავლების გამო.

დადგენილებაში გათვალისწინებული არ არის იმ პირთა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების საკითხი, რომლებმაც ვერ შეძლეს სადაზღვევო პოლისის შეძენა (გათვალისწინებული იყო "სამედიცინო დაზღვევის განვითარების სამთავრობო გეგმის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებში"), რაც შელახავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას უსაფრთხო სიცოცხლეზე და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაზე.

6. პრობლემის წარმოქმნის მიზეზები

  • საკანონმდებლო და სააღმასრულებლო დონეზე პოლიტიკური ნების დაბალი აქტივობა;
  • სახელმწიფოს არ გააჩნია მწყობრი, თანმიმდევრული ჯანდაცვის პოლიტიკა, რაც გამოიხატება უკვე მიღებული დადგენილებებისა და სხვადასხვა მიმართულებების სტრატეგიული გეგმების ძირითადი დებულებების იგნორირებასა და შეუსრულებლობაში;
  • სახელმწიფო სტრუქტურა ხელოვნურად იწვევს სოციალ-ეკონომიკური კრიზისის გამწვავების პროვოცირებას, სოციალური უთანასწორობის დანერგვითა და სიცოცხლეზე კონსტიტუციური უფლებების დარღვევით;
  • სახელმწიფო არ მალავს საკუთარ ინტერესს მოგებაზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიების საბიუჯეტო თანხებით ფინანსურ გაძლიერებაში და მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებს არასრულყოფილი სადაზღვევო მომსახურების მიღებისათვის;
  • სახელმწიფო არ უარყოფს, რომ მედიცინის სფერო წარმოადგენს ერთგვარ ბიზნესს, რითაც გადაფარულია მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები.

7.მოსალოდნელი შედეგები:

  • სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება;
  • სამოქალაქო საზოგადოების შიდა დაპირისპირების პროვოცირება და ჯანმრთელობის დაცვის უფლების შელახვა;
  • პირველი დონის ჯანდაცვაში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების უმუშევრობის ზრდა.

8. პრობლების გადაჭრის გზები

  • დაფინანსების ოპტიმიზაცია (სოციალური ბიუჯეტის ზრდა, მათ შორის ჯანდაცვის 10%-დე მაინც (ჯანმო-ს რეკომენდაცია);
  • სოციალური, მათ შორის ჯანდაცვის პოლიტიკის მკაფიოდ ჩამოყალიბება, სტრატეგიული მიმართულებების ადექვატური ცვლილება;
  • საკანონმდებლო ცვლილებები;
  • პრევენციული მედიცინის (პჯდ) სრულყოფილი დაფინანსების უზრუნველყოფა;
  • დაფინანსების პრიორიტეტული გადანაწილება და მომუშავე კადრების ოპტიმიზაცია კომპეტენციის ამაღლების მიზნით;
  • თანამშრომლობაში არასამთავრობო სექტორის ჩართვა და მისი პოტენციალის გამოყენება;
  • 2008 წელს განსაზღვრული დაფინანსებისა და პროგრამების მოცულობის აღდგენა.
  • სადაზღვევო კომპანიებისათვის ერთიანი სადაზღვევო პული-სა და რეალური გარანტიების შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ყველა მოქალაქის მინიმალური სამედიცინო სერვისის პაკეტით უზრუნველყოფას.
  • კონკრეტული პრობლემის ძირეულ გადაჭრამდე აუცილებელია სასწრაფო ღონისძიებების გატარება. კერძოდ;
  • სადაზღვევო პრემიის შექმნაში ბენეფიციართა ყოველგვარი "თანამონაწილეობის" გაუქმება. "თანამონაწილეობა" დარჩეს ბენეფიციარის ნებაყოფლობით სურვილზე, მინიმალური პაკეტის ზევით სადაზღვევო ორგანიზაციების შეთავაზებულ სამედიცინო სერვის პროგრამებზე; ან
  • განისაზღვროს 3.35 ლარიანი (5 ლარის 67%, რასაც სახელმწიფო ამჟამად იხდის) პაკეტის მოცულობა და შესაბამისი პროგრამით უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქე; ან
  • თუ ხელისუფლება დატოვებს დაზღვევის არსებულ, არასრულყოფილ სისტემას, აუცილებელი გახდება მუნიციპალური საავადმყოფოების და პირველადი ჯანდაცვის ობიექტების დროებითი ამოქმედება.
 
Copyright © 2010 Non Governmental Organization "Healthy World" . All rights reserved also are protected by the law. At full or partial use of materials the link on "hwngo.org.ge" is obligatory. Contents of the materials published on "Healthy World" web-site may not coincide with the "Healthy World" position..   Developed and Maintained by GeoWebServie.info